вторник, 8 ноября 2016 г.

მასწავლებლის ტიპური შეცდომები გაკვეთილის დაგეგმვის დროს

 ავტორი: გიორგი ნოზაძე
შეცდომა #1 – გაკვეთილის მიზანში არ არის დაზუსტებული, რას გააკეთებენ მოსწავლეები ისეთს, რაზე დაკვირვება და რისი შეფასებაც შესაძლებელია. ამგვარი კონკრეტიკის გარეშე მიზანი, როგორც წესი, ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივია ან სულაც არარეალისტური, მოუზომავად გადამეტებული ან შეუფერებლად შეკვეცილი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეთა მოქმედებების დეტალური აღწერა ნათელს ხდის, რა შინაარსის სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს კლასში. ზერელედ გადმოცემული ან მეტისმეტად ზოგადი ფორმით ჩამოყალიბებული მიზნები ქმნის საფუძველს არასწორი დასკვნებისა და არაადეკვატური გადაწყვეტილებებისთვის, განაპირობებს მოვლენათა მცდარ განვითარებას გაკვეთილის განმავლობაში.

четверг, 25 февраля 2016 г.

პროფესიული განვითარების ფორმები

   

  •   პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;
  •   სამუშაო შეხვედრებში (..უორქშოფებშიმონაწილეობა;
  •   სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;
  •   სხვა მასწავლებლის მენტორობა;
  •  პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;
  •   კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
  •  პარარელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
  • მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  •  პრაქტიკის კვლევა;
  •   კვლევაში მონაწილეობა;
  •   ექსპერტთან კონსულტაცია;
  •   კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი - სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრებადაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემასაკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და  მათი გამოხმაურების ანალიზი;
  •   ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;
  •   სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
  •   საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;
  •   ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
  •   პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება;
  •   თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
  •   წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
  •   გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
  •   კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
  •   პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;
  •   ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;
  •   საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
  •   დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  •   საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
  •   აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
  •   საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
  •   სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
  •   სტატიების დაწერა;
  •   სასწავლო რესურსების შექმნა;
  •   პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;
  •   თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის;
  •   დაკვირვება/შეფასება;
  •   განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა;
  •   სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ..